სერვისები ექსპლოატაცია

სალიფტე მეურნეობისა თუ ამწე მოწყობილობების მექანიკურ-ელექტრული სამონტაჟო სამუშაოების დასრულების შემდეგ დღის წესრიგში დგება სრულყოფილი ტექნიკური მომსახურეობის გაწევა დანადგარების მაქსიმალურად გამართული და უსაფრთხო ფუნქციონირებისათვის.

სრულყოფილი ტექნიკური სერვისი გულისხმობს ამწე მოწყობილობების ექსპლოატაციის დროს ყველა მექანიკური თუ ელექტრული კვანძის მონიტორინგს ეტაპობრივად ობიექტის ფუნქციონალური დატვირთვის შესაბამისად. უპირველეს ყოვლისა ხორციელედება მიმმათველების გაწმენდა და შემგომ ლუბრიკაცია, რომელიც გულისხმობს ლიფტის კაბინის თავზე არსებული საპოხი ავზების მოცულობის კონტროლს. მოწმდება მდორე გაჩერების ავარიული მუხრუჭები, სიჩქარის გადაჭარბების შემზღუდი მოწყობილობა დამჭიმთან ერთად, ენერგიის განმუხტვის ჰიდრავლიკურ-ზამბარულ ბუფერების ამომრთველები, ჭიახრახნული ჯალამბრის ზეთისა და სამუხრუჭე სისტემის კონტროლი და ყველა ის კომპონენეტი, რომელთა სინქრონული ოპერირება ზრის სალიფტე მეურნეობის უწყვეტ და უსაფრთხო ექსპლოატაციას.

აღნიშნული პროცესი მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ სწორად გაწეული ტექნიკური მომსახურება საწინდარია ლიფტის სიცოცხლისუნარიაონობის შენარჩუნებისა, რომელმაც მრავალი წლის მანძილზე კომფორტულად უნდა უზრუნველყოს მგზავრთა გადაადგილება.

ჩვენი კომპანიას დღეის მდგომარეობის 380 ახალ თუ მოდერნიზებულ ლიფტს ემსახურება, ვფლობთ რა დიდ მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას და ყველა იმ საჭირო სათადარიგო ნაწილს შეგვიძლია განვაცხადოთ , რომ მზად ვართ ოპერატიული ქმედებებით აღმოიფხვრას ის ტექნიკური უწესივრობები, რომლებიც თან ახლავ სალიფტე მეურნეობის ექსპლოატაციას.

შპს “პალადა” ოპერატიულ-ტექნიკური მობილური ჯგუფების მეშვეობით, მაქსიმალურად მოკლე და გონივრულ ვადებში ახდენენ ოპერატიულ რეაგირებას კონკრეტულ გამოძახებებსა თუ არსებული პრობლების გადაჭრისათვის.

ჩვენი სერვისი ხორცილედება მთელი საქართველოს მასშტაბით კვირაში 7 დღე, დღეში 24 საათი.