სერვისები მონტაჟი

ამწე მექანიზმების გამართული და უსაფრთხო ფუქციონირებისათვის მნიშვნელოვანია განხორციელდეს სწორად დაგეგმილი და გეგმის მიხედვით გაწერილი მონტაჟის პროცესი, რაც საბოოლოო ჯამში უზრუნველყოფს სერვისის მაღალ ხარისხს  და სწორედ ეს გახლავთ გრძელვადიანი გამართული ფუნქციონირების მთავარი გარანტი.

შპს პალადა 2006 წლიდან სთავაზობს კლიენტებს ყველა იმ სერვისს  რაც გულისხმობს ამწე მოწყობილობების დაპროექტებას, სამონტაჟო და გაშვება-გაწყობის სამუშაოებს, ექსპლოატაციაში მიღების წესს  და ტექნიკური- საექსპლოატაციო მომსახურების სრულფასოვან და გამართულ მიწოდებას.  ასევე ნებისმიერი სახის კონსტრუქციის დაპროექტებას და  ქარხნულ დამზადებას, რომელიც თავიდან ბოლომდე მორგებული დამკვეთის ინტერესებზე.

სერვისები მოიცავს:

  1. პროექტირებას: შახტის და სალიფტე მეურნეობის განლაგების პრელიმინალური სქემატური ნახაზს დამკვეთის  მოთხოვნებისა და აღიარებული სტანდრტების შესაბამისად.
  2. მექანიკურ-ელექტრული მონტაჟს  გაშვება-გაწყობის ჩათვლით: სამონტაჟო პროექტის შესაბამისად ყველა მექანიკური კვანძის მონტაჟს, ყველა ტიპის ელექტრული თუ საინფორამციო დანიშნულების კაბელ გაყვანილობის, სადენების, პერიფერიულ ინსტალაციას.  უსაფრთოების სტაციონარული მოწყობილობების მონტაჟს და ა.შ, სტატიკური და დინამიური შემოწმების, უსაფრთოხების კვანძების მონიტორინგის შედეგად ექსპლოატაციაში მიღებას შესაბამისი ავტორიზებული ორგანოს მიერ.
  3. კაპიტალური მოდერნიზაცია: ძველი, ამორტიზირებული ლიფტების სრულად განახლება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.

სერვისის მნივნელოვანი შემდგენელი ნაწილია მისი სწორი დამონტაჟება, რაც გულისხმობს შემდეგი ნაბიჯების თანმიმდევრულად გადადგმას:

  1. მექანიკური საშალებების მონტაჟი, გულისხმობს ყველა მექნიკური კვანძს პროექტეის შესაბამის მონტაჟს
  2. ელექტრული მონტაჟი რომელიც გულისხმობს, ყველა ტიპის ელექტრული თუ საინფორამციო დანიშნულების კაბელ გაყვანილობის, სადენების, პერიფერიულ მონტაჟს. უსაფრთოების სენსორების მონტაჟი და სხვა ელექტრული ნაწილები.
  3. შემდეგი ეტაპი გაშვება გაწყობა, რომელიც გულისხმობს ყველა მექანიკური და ელექტრული მოწყობილობის ერთ მთლიან სისტეამაში გამართულ და უსაფრთხო ფუნქციონირებას, რაც ერთგვარი წინაპირობაა ექსპლოატაციის.
  4. ექსპლოატაციაში მიღებ კი თავისტავად გულისხმობს სტატიკური და დინამიური შემოწმების შედეგად, უსაფრთოხების კვანძების, შემოწმების შედეგად ექსპლოატაციაში მიიღება შესაბამისი ავტორიზებული ორგანოს მიერ.

შპს  პალადა  უზრუნველყოფს  ყველა იმ სერვისის მიწოდებას, რაც დაკავშირებულია ამწე მოწყობილობებისა მაღალი ხარისხის მონტაჟსა და ექსპლოატაცისათან, ამის საფუძველს კი ძლიერი  მატერიალურ ტექნიკური ბაზის არსებობა იძლევა.

მაღალი ხარისხის მექსნიკურ-ელექტრული სამონტაჟო სამუშაოების განსახორციელებლად კომპანია ფლობს სხვადსხვა ხელსაწყოებს, რომლებიც თვისობრივად განსაზღვრავენ უსაფრთხო ტექნოლოგიების მაღალ სტანდარტს;

ჩვენი კვალიფიციური ინჟინრების და ტექნიკური ჯგუფების სპეციალისტები გადიან სხვადასხვა გადამზადებას, ტრეინინგებსა თუ  ინფორმაციული დანიშნულების კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს, რათა მზარდი და პროგრესირებადი ტექნოლოგიების ეპოქაში ყოველთვის მზად ვიყოთ ნებისმიერი გამოწვევის წინაშე.

კაპიტალური მონდერნიზაცია

2009 წლიდან დღემდე შპს „პალადა“ ძველი, ამორტიზებული ლიფტების მოდერნიზაციას ახორციელებს, რის შედეგადაც დღემდე კაპიტალური მოდერნიზაცია ჩაუტარდა 350 სამგზავრო ლიფტს ქ. თბილისის მასშტაბით. კაპიტალური მოდერნიზაცია გულისხმობს ყველა ძირითადი ნაწილის შეცვლას ახლით მათ შორის : ჭიახრახნული ჯალამბარი ასინქრონული ძრავით, ან სინქრონული ურედუქტორო ჯალამბარი , სიჩქარის გადაჭარბების შემზღუდი მოწყობილობა, მზიდი ბაგირები, ელექტრული მართვის ფარი, კაბელ გაყვანილობა, ჰიდრავლიკური-ზამბარული ბუფერი, შიდა და გარე გამოძახების პოსტერები. კაბინის ინტერეიერი, კარების გამღები მექანიზმები და ფრთები, იცვლება ყველაფერი გარდა მიმართველებისა და კაბინის ჩარჩოსი.

აღნიშნული პროცესი მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც რომ, ზოგადად ლიფტების ექსპლოატაციის ვადა საშუალო სერვისის პირობებში მერყეობს 15-20 წლამდე, რის შემდეგაც დგება უსაფრთხოების საკითხი და ამწე მოწყობილობა საჭიროებს შესაბამის გაწერილ სამუშაოებს.