კომპანია ისტორია
შპს „პალადა“ დაარსდა 2006 წელს. დაარსების დღიდან კომპანიის საქმიანობას წარმომადგენს 2 ძირიტად მიმართულებას:

ჩვენი კომპანიის ერთ ერთი მთავარი მიმართულებაა ლიფტების, ესკალატორების, მოძრავი ბილიკების, დაპროექტება, მიწოდება, მონტაჟი და სერვისი. კომპანია არსებობის მანძილზე ითვლის არაერთ საინტერესო პროექტეს მთელი საქართველოს მაშტაბით.

2006 წლიდან დღემდე კომპანიას არ შეუწყვეტია განვითარებაზე ზრუნვა რაც გულისხმობს, სხვასხვა გამოფენებში მონაწილეობას, კვალიფიკაციის ამაღლების და გადამზადების კურსებზე ტექნიკური პერსონალის მივლინებას, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას ,რაც საერთო ჯამში საშუალებას გვაძლევს ჩამოვყალობდეთ საიმედო პარტნიორად.

ჩვენი მიზანია მუდმივი განვითარება, თანამედროვე ტექნოლოგიები და პარტნიორული მიდგომების მაქსიმალური რეალიზება ჩვენს კლიენტებთან ურთიერთობაში. ჩვენი მიზანია, მომხმარებელს შევთავაზოთ პროდუქციისა და მომსახურების სტაბილურად მაღალი ხარისხი, რასაც პროფესიონალთა გუნდისა და მაღალხარისხიანი პროდუქტის მეშვეობით ვაღწევთ.

ჩვენი პრინციპია, მოვახდინოთ თქვენი პრობლემების ოპტიმალური გადაწყვეტა მაქსიმალურად ნაკლებ დროში და მოვახდინოთ ნაკისრ ვალდებულებათა დროული შესრულება.

ჩვენი მთავარი ღირებულება თქვენი უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებაა.

2006 წლიდან დღემდე კომპანია ჩართულია აქტიურ სამშენებლო საქმიანობაში. წარმატებით აქვს შესრულებული არაერთი სახელმწიფო და კერძო პროექტი. ფლობს ძლიერ მატერიალურ ტექნიკურ ბაზას. მაღალკვალიფიციური თანამშრომლები და მუდმივ განვითარებაზე ზრუნვა ჩვენი კომპანიის მთავარი მიმართულებაა.

წლების მანძლზე სამშენებლო პარტნიორებად გვევლინებოდა სს “ელექტრო ვაგონშემკეთებელი ქარხანა”, სს “ლიბერთი ბანკი”, სს “საქენერგორემონტი”, შპს “საქცემენტი”, საქართველოს აუდისტის სახელმწიფო სამსახური, სს “ქართუ ჯგუფი”, შპს “თერმა”, შპს “ბიზნესკომფორტი”, ი. ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს უნივერსიტეტი, შპს “კავკასუს ონლაინი”, საქაერონავიგაცია, ქ. თბილისის მერია, საქართველოს მთავრობის კანცელარია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს პარლამენტის აპარატი და სხვა.

ჩვენს სამშენებლო მიმართულებას შემოამატა ასფალტის ახალი ქარხანა რომელიც ექპლოატაციაში 2017 წლის ზაფხულში გაიშვება.